saqarTvelos tbebi - gonios tba
მდებარეობა | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°34`17` ჩ. გ. 41°34`11` ა. გ. |
ფართობი | 0,06 კმ² |
საშუალო სიღრმე | 1.3 მ |
ტბა დასავლეთ საქართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. გონიოსთან. ტბის ქვაბული მოქცეულია ზღვის სანაპირო დიუნებს შორის, ზ. დ. 0,5 მ-ზე. წაგრძელებულია ჩრდ-იდან სამხრ-კენ. ზედაპირის ფართ. 0,06 კმ² , მაქს. სიღრმე 1,3 მ , წყლის მოცულობა 5,4 ათ. მ³. უმთავრესად საზრდოობს წვიმის წყლით. მინ. დონე ზაფხულში აქვს, მაქსიმუმს - შემოდგომაზე.